29 მარტს ქალაქ თერჯოლაში სოციალური მედიის ტრენინგი „ინტერნეტის ახალი
სივრცეები“ გაიმართა. ტრენინგს თერჯოლის მუნიციპალიტეტის არასამთავრებო ორგანიზაციების
წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია „People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.
ტრენინგზე განხილული იყო ახალი მედიის და სოციალური
ქსელების როლი თანამედროვე ცხოვრებაში. მონაწილეები სლაიდ-პრეზენტაციის დახმარებით
დაწვრილებით გაეცვნენ იმ ინტერნეტ გვერდებს, რომელებიც დღეს მსოფლიოს წამყვან ვებ-საიტებად
ითვლება და პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.
ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და დასასრულს მონაწილეები
ჯგუფებად გადანაწილდნენ და იმიტირებული „სოციალური მედია კამპანიები“ მოიფიქრეს ისეთ
თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდული პრობლემები, საქველმოქმედო აქციები, ჯანსაღი ცხოვრების
პროპაგანდა და ა.შ.