Monday, April 27, 2015

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

უკანასკნელი კვლევების თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 35, 798 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი 357 კმ ფართობზეა გაშლილი. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქართველია (99.5 %), ასევე ცხოვრობენ რუსები (0.3%), სომხები (0.1%) და აფხაზები (0.1 %).

თერჯოლის მუნიციპალიტეტში არცთუ ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს (საქართველოს კანონმდებლობით ახალგაზრდად ითვლება 14-29 წლამდე ადამიანი). ეს გამოწვეულია მიგრაციით და ახალგაზრდების ხშირი გადინებით მუნიციპალიტეტიდან. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 2875 ახალგზარდა ცხოვრობს. აქედან 1336 სკოლის მოსწავლეა (14-18 წელი).

ახალგაზრდებისთვის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. რაც იწვევს აქტიური ახალგაზრდების გადაცხოვრებას და მიგრაციას დიდ ურბანულ არეებში. ისინი ვინც უმაღლეს განათლებას ქუთაისში ან თბილისში იღებენ, სამუშაოდ და საცხოვრებლად იქვე რჩებიან და თერჯოლას თითქმის არ უბრუნდებიან. ამ პრობლემებიდან გამომდინარე ახალგაზრდებში ასევე ძალიან მაღალია საზღვარგარეთ წასვლის და იქ ცხოვრების გაგრძელების სურვილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პრობლემებზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. ესენია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი: ზაზა ცერცვაზე), თერჯოლის ახალგაზრდული მუნიციპალური ცენტრი (ხელმძღვანელი რუსუდან კოვზირიძე) და ხელოვნების სკოლა (ხელმძღვანელი: თამარ ღარიბაშვილი).

YISAP-ის პროექტში ჩართულია თერჯოლის მუნიციპალიეტეტის ათი სკოლა.

0 comments:

Post a Comment