Sunday, March 1, 2015

ჩვენს შესახებ

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need" საქართველოში მსოფლიო ბანკის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საგარეჯოს, თერჯოლის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში.
„People in Need" ჩეხური ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას და განვითარებაზე მიმართულ პროექტებს ახორციელებს. ამავე დროს, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვა.
პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ (საერთო ღირებულება 500,000 ა.შ.შ. დოლარი) და მიზნად ისახავს საფუძველი ჩაუყაროს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და ინკლუზიური განვითარების მექანიზმების გაძლიერებას, ხელი შეუწყოს თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს და ამავდროულად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას მოსახლეობასთან ეფექტური დიალოგის დამყარების უზრუნველსაყოფად.
პროექტის ფარგლებში, შერჩეული მუნიციპალიტეტები „People in Need“-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გააძლიერებენ ურთიერთობებს ახალგაზრდებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რაც თავის მხრივ ახალგაზრდების ფართო ფენებს შესაძლებლობას მისცემს წვლილი შეიტანონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების დამკვიდრებაზე.
ჩართულობასა და თანამონაწილეობის მოდელზე დამყარებული პროცესის გზით, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები გამოავლენენ მუნიციპალიტეტში მომსახურების გაწევის სფეროში არსებულ აქტუალურ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობასა და პროექტის გუნდთან კოორდინაციით, ისინი შეიმუშავებენ მუნიციპალურ სამოქმედო გეგმას, რისი შეთანხმების შემდეგ, პროექტი მის განსახორციელებლად გრანტს გადასცემს ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს/კონტრაქტორებს. მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო კოორდინაციით წარიმართება.
პროექტის შედეგად გაძლიერდება ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და გაუმჯობესდება ახალგაზრდების მოსაზრებების გათვალისწინებისა და ჩართულობის ფონი. ღონისძიებების ნოვატორული ასპექტია შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინსტრუმენტების დანერგვა, რომელთა მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვას და თავიანთი მუნიციპალიტეტების განვითარებაში წვლილის შეტანას.

Within the new project young people from will have a chance to express their voice in community life through joint planning and implementation of local development initiatives implemented by Czech non-governmental organization “People in Need” on behalf of the Government of Georgia, in close collaboration with the Ministry of Sports and Youth Affairs. The goal of this project is to fulfill the aims of youth inclusion under the Active Citizenship pillar of the National Youth Policy of Georgia and to improve engagement of people in decision-making at the local level under the “Key Principles of the Strategy on Decentralization and Self-Government Development of the Government of Georgia for 2013-2014”.

“People in Need” is a Czech organization operating in Georgia since the second half of 2005, with offices in Tbilisi and Kutaisi. Since 2008, “People in Need” have paid particular attention to the promotion of the development of civil society, especially by supporting civic initiatives in the regions, in close cooperation with local authorities. At the same time, the organisation promotes human rights and democracy. The main field of work covers agriculture development, youth inclusion and education. Current projects are being carried out in Imereti, Racha, Shida Kartli, Kakheti Regions and Tbilisi. Donors include European Union, Czech Development Agency and World Bank.

0 comments:

Post a Comment