ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროგრამა, ტრენინგებს ატარებს სოციალურ მედიასთან დაკავშირებით. ამ ტრენინგებს დავესწარი სულ ორჯერ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე სოციალური მედიის სხვადასხვა ვებ-საიტებთან დაკავშირებით. გავიგე, თუ როგორ შეიძლება facebook-ის გამოყენება არა მარტო გასართობად, არამედ სხვა საინტერესო მიზნებისთვისაც. ვისწავლე ბლოგებზე მუშაობა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვის. აქამდე ბლოგზე თითქმის არაფერი ვიცოდი, ხოლო ამ ტრენინგების შემდეგ შემიძლია ჩემს თავს დამწყები ბლოგერიც კი ვუწოდო.
ვისაც წერა გიყვართ ეს ბლოგი თქვენთვის არის სწორედ. შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე: blogger.com, დარეგისტრირდეთ და დაიწყოთ თქვენთვის განსაკუთრებული თემის შესახებ წერა, მერწმუნეთ ყველაზე საინტერესო ვებ-საიტია ,რადგან ხშირად კონკურსები ტარდება, სადაც თქვენი ნამუშევრის წარმოდგენაა შესაძლებელი.
აუცილებლად დარეგისტრირდით და წერეთ!
მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ბლოგების წერა ისევე აქტიური იქნება საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, რადგან ბლოგი პრესის მომავალია მსოფლიოში. ბოლოს, როგორც დამწყებ ბლოგერს, შემიძლია ერთი რჩევა მოგცეთ, რა თემაც არ უნდა გქონდეთ არჩეული ბლოგისთვის, უნდა შეეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გულით აკეთოთ და აუცილებლად გახდებით წარმატებული ბლოგერი.
ავტორი: მირზა გოქაძე,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი
0 comments:
Post a Comment