Wednesday, April 22, 2015

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

უკანასკნელი კვლევების თანახმად ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 60,300  ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი 1553.69  კვადრატულ კმ. ფართობზეა გაშლილი. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქართველები არიან (55.74 %), ეთნიკური აზერბაიჯანელები მოსახლეობის 42.69 % შეადგენენ, დანარჩენი 1.57 % სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობაა.


ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიმცხოვრები ახალგაზრდების რაოდენობა უცნობია (საქართველოს კანონმდებლობით ახალგაზრდად ითვლება 14-29 წლამდე ადამიანი). თუმცა იმ ათ სკოლაში, რომლებიც პროექტის ბენეფიციარი სკოლებია 1100 ახალგაზრდა სწავლობს (14-18 წლამდე მოსწავლე).

ახალგაზრდებისთვის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. რაც იწვევს აქტიური ახალგაზრდების გადაცხოვრებას და მიგრაციას დიდ ქალაქებში. სამსახურები, რომლებიც იძლევიან საშუალო ან მაღალ ანაზღაურებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თითქმის არ არსებობს. ასევე არ არსებობს გამაჯანსაღებებლი და გასართობი ცენტრები, რაც როგორც ახალგარზდების ასევე ზოგადად მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ისინი ვინც განათლება თბილისში ან თელავში მიიღო, იქვე რჩება კარიერის გასაგრძელებლად და უკან მხოლოდ მცირე რაოდენობა ბრუნდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა წარმოადგენს, რომელიც თითქმის არ საუბრობს ქართულ ენაზე, შესაბამისად ამის გამო დგას კომუნიკაციის პრობლემა, რაც ხელს უშლის ახალგარზდების ჩართვას სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ პრობლემებზე ძირითადად მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის დეპარტამენტი და სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციები მუშაობენ. 

YISAP-ის პროექტში ჩართულია საგარეჯოს მუნიციპალიეტეტის ათი სკოლა.



0 comments:

Post a Comment