Tuesday, April 7, 2015

წყალტუბოსა და თერჯოლის ახალგაზრდული კომიტეტის ტრენინგი სოციალურ მედიაში

4 აპრილს ქალაქ ქუთაისში, "People In Need"-ის ოფისში  " ახალგაზრდების ჩართულობა და სოციალური ანგარიშვილდებულების პროექტის" ფარგლებში სოციალური მედიის ტრენინგი "ინტერნეტის ახალი სივრცეები" გაიმართა. ტრენინგს პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა. 

4 საათიან პრაქტიკულ ლექციას თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრები და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

ტრენინგის მიზანია ახალგარზდების გააქტიურება და მათთვის ახალი მედიის იმ საშუალებების გაცნობა, რომელთა დახმარებითაც ფართოდ გაავრცელებენ ახალ იდეებს და უფრო მეტ თანამოაზრეს ჩართავენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში და პროექტის ფრგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ტრენინგი მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა.  მონაწილეებმა განმეორებითი ტრენინგის მოსმენის  სურვილი გამოთქვეს.



































3 comments:

  1. magariaa. kidev rodis aris treningiii
    ramagari fotoebiaa dzan momewonaaa (y)

    ReplyDelete
  2. ჯერ არ დაგვიზუსტებია, მაგრამ მალე იქნება ;) გამიოხარდა რომ მოგეწონა ფოტოები. სამი ფოტოგრაფის ნამუშევარია, ჩემი, შენი და სოფიასი :)))

    ReplyDelete
  3. სულ მოუთქმელად ველოდები შემდეგ ტრენინგს... :)

    ReplyDelete