ეთო ღრუბელაშვილი
მე ვარ ეთო ღრუბელაშვილი, ვცხოვრობ ქალაქ საგარეჯოში, ვარ საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის XI- კლასის მოსწავლე. მიყვარს ახალგაზრდული პროექტები და ყოველთვის ვერთვები საინტერესო პროექტებში. ვარ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სხვადასხვა პროექტების აქტიური მონაწილე, ასევე საგარეჯოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. ამ პროექტში ჩართვის სურვილი გამიჩნდა, რადგან დაინტერესებული ვარ თუ რა პრობლემები გვაქვს ახალგაზრდებს ამა თუ იმ საკითხებში. მაქსიმალურად ჩავერთვები, რათა ცოდნა გავიღრმავო და შემდგომ ჩემს თანატოლებს გავუზიარო.
მარიამ საგინაშვილი
ახალგაზრდულ კომიტეტში ვარ იმიტომ, რომ ვარ აქტიური და კომუნიკაბელური, ასევე აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. ვაპირებ ამ პროექტის მეშვეობით მიღებული ცოდნა გავუნაწილო ჩემს თანატოლებს და აქტიურად ჩავრთა ჩემი თანატოლები სამოქალაქო საქმიანობებში.
მე ვარ ნანუკა დურგლიშვილი, საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მიყვარს წიგნის კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ამ პროექტში ვარ იმიტომ, რომ მომეწონა მისი მიზნები და მსურს განხოციელებაში მონაწილეობის მიღება. ასევე ყოველთვის მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის საჭირო პროექტებში.
ნია მაისაშვილი
მე ვარ ნია მაისაშვილი, ვსწავლობ საგარეჯოს 2 საჯარო სკოლაში და ვარ 11 კლასში. ჩემი ჰობია წიგნების კითხვა. ახალგაზრდულ კომიტეტში პირველ რიგში ვარ იმიტომ რომ დამაინტერესა ამ პროექტმა და ასევე დაინტერესებული ვარ თუ რა პრობლემები აწუხებთ ახალგაზრდებს, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემზე არის დამოკიდებული და მაქსიმალურად ჩავერთო სხვადასხვა აქტივობებში.
ნინო ბორაშვილი
მე ვარ ნინო ბორაშვილი, მანავის საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე. მანავის საჯარო სკოლის თვითმართველობისა და ეკო კლუბის თავჯდომარე. არასამთავრებო ორგანიზაცია GLOW-ს ელჩი. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტი ძალიან კარგია ახალგაზრდებისთვის, რადგან ჩვენი საქმიანობაა ახალგაზრდული პრობლემების მოგვარებაა. ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ახალგარდების ჩართულობას, გააქტიურებასა და განვითარებას გამოიწვევს.
ნუცა ბასილაშვილი
ჩვენ ვართ თაობა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ დასამტკიცებელი, რომ ძლიერი საზოგადოების შექმნა შეუძლიათ. მე მინდა ვიყო ძლიერი საზოგადოების ძლიერი რგოლი. მე მინდა ვხედავდე ჩემს თანატოლებს, რომელთაც იციან რა სურთ, იციან რისთვის ღირს ბრძოლა და ქმნიან სწორ მომავალს.
ღრმად მწამს, როდესაც საქმე ცვლილებას ეხება, ზურგს ცოდნა უნდა გიმაგრებდეს. ეს პროექტი კი, სწორედ, მყარი ცოდნის, რელევანტური ცვლილებების, მდგრადი აწმყოს საწინდარია.
ახალგაზრდების ჩართულობა, მათი რესურსების, ძალის, ენერგიის დაფასება ყოველთვის მისასალმებელია, მით უფრო, ასეთი სწორი კუთხით. მე ვარ ამ პროცესის მონაწილე, რათა ვასწავლო და ვისწავლო. მაგალითი ავიღო და მისაბაძი გავხდე. ის, რომ მაქვს უფლება და შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო საერთო საქმის კეთებაში არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია.
მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, თავად შევქმნა ჩემი, ჩემი მეგობრებისა და თაობის მომავალი!

სულიკო კერატიშვილი
ამ კომიტეტში იმიტომ ვარ რომ შევისწავლო პროექტების გაკეთება და გავაკეთო კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ისეთი პროექტი რომელიც წარმატებული და სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის.
შალვა ბასილაშვილი
მე ვარ შალვა ბასილაშვილი. ვსწავლობ საგრეჯოს პირველ სკოლაში. დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში და ტრენინგებში.
2005 წლიდან - 2013 წლის ჩათვლით წარჩინებული სწავლისათვის მიღებული მაქვს სიგელები და კომპიუტერი. ვარ საინიციატივო ჯგუფი "ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" წევრი.
იმედი მაქვს ახალგაზრდულ კომიტეტში ჩემი საქმიანობით გამოვადგები ჩემს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობ ახალგაზრდების გააქტიურებას.

This comment has been removed by the author.
ReplyDeleteმჯერა თქვენი ნათელი მომავლის! წარამატებებს გისურვებთ
ReplyDelete