Wednesday, July 8, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლის და წყალტუბოს სკოლის მასწავლებლებისთვის


2015 წლის 7 ივნისს „ახალგაზრდების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ ჩატარდა. ტრენინგს სოციალური მედიის ექსპერტი გიო ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგს წყალტუბოს და თერჯოლის რაიონის სკოლის მასწავლებებლები ესწრებოდნენ. ახალი მედიის შესახებ ტრენინგი სულ 20-მა მასწავლებელმა მოისმინა, მათგან უმრავლესობა მათ სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და მასში განხილული იყო შემდეგი თემები: სოციალური მედიის რაობა, მისი მდგომარეობა საქართველოში. როგორ გამოვიყენოთ ახალი მედია საგანმანათლებლო პროექტების გასავრცელებლად და გასაპიარებლად. რა ახალი ვებ საიტებია დღესდღეობით აქტუალური და როგორ გამოვიყენოთ ისინი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.


ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია თემაზე „სოციალური მედია და ახალგაზრდების ჩართულობა“. ყურადღება გამახვილდა ისეთ ვებ საიტებზე, რომლებიც მასწავლებლებს ესაჭიროებათ პიროვნული განვითარებისა და კომუნიკაციის უკეთ დასამყარებლად. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო ბლოგინგის თემას. ტრენინგმა მასწავლებლების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო და უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა მსგავსი ტრენინგის მათ სკოლაში ჩატარებისა.















0 comments:

Post a Comment