Wednesday, November 11, 2015

ანა ჩოგოვაძე YISAP-ის შესახებ

მოგესამებით  მე  ვარ  ანა  ჩოგოვაძე წყალტუბოს  რაიონის სოფელ ქვიტირის  საჯაროს  სკოლის  მოსწავლე. ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტში  2014  წლიდან ჩავერთე. 

პროექტის  ფარგლებში  გავხდი  წყალტუბოს  კომიტეტის  წევრი, აქტიურად  შევუდექით  თემში  არსებული  პრობლემების  გამოვლენას და აღმოფხვრას,  კომიტეტის   ახალგაზრდა  წევრებთან  ერთად. კომიტეტის წევრები ზაფხულში დაბა  ბაკურიანში ტრენინგზე და სამუშაო შეხვედრაზე ვიმყოფებოდით. ბანაკში მე  გავიცანი საგარეჯოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები. ჩასვლის  დღესვე  ჩვენ მოვახერხეთ  დამეგობრება და მუშაობაშიც აქტიურად  ჩავერთეთ.

ტრენინგები  ახალგაზრდული  პოლიტიკის   გაცნობით დაიწყო, სადაც საუბარი ახალგაზრდების ჩართულობას და მისი მნიშვნელობას შეეხებოდა. ასევე გავეცანით ახალგაზრდების ჩართულობის 5 ინსტრუმენტს. შემდეგ სტრატეგიული  დაგეგმარების და SWOT ანალიზის მიმოხილვას. ძალიან საინტერესოთ ჩატარდა კონსულტატივის მეთოდების პრეზენტაცია. გავეცანით პრობლემურ და მიზნების ხეს, დაშვებების ანალიზს. შიგადაშიგ ვმართავდით დისკუსიებს. ასევე  რაც  ძალიან  საინტერესო  იყო და რომელიც  სხვა  ტრენინგების  მსგავსად  დამამხსორვდა  არის პროგრამა „ერასმუს +. მის შესახებ პირველად სწორედ ამ ტრენინგზე გავიგე. ეს არის ევროკავშირის 2014-2020 წლების პროგრამა. ძალიან  საინტერესოა  და  ვეცდები აუცილებლად ჩავერთო. 



მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით დაყოფილ ჯგუფებში განვიხილეთ  სამოქმედო  გეგმის  ცალკეული  სტრატეგიული მიზნები.  ეს  ყველაფერი  ხდებოდა ტრენერების  დახმარებით. პროცესი ძალიან  საინტერესოდ  მიმდინარეობდა.
ამ თემებზე მუშაობა  ერთი კვირის განმავლობაში, წყალტუბოს, თერჯოლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებთან ერთად მომოიწია. ვიმსჯელეთ ჩვენს თემში არსებული პრობლემების შესახებ და დავსახეთ გადაჭრის გზები. ამ  კურსმა მომცა დიდი ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ  ჩემი სამოქალაქო აქტიურობისას. 



ბანაკში   მუღებული ცოდნა პრეზენტაციის ხელოვნების და ჯგუფური მუშაობის შესახებ მომავალში პროექტში სხვადასხვა აქტივობების განხორციელების დროს დამეხმარება.     წყალტუბოს გამგეობის თანამშრომლებთან  ერთად  ვიმუშავეთ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს  ჩვენს თემში არსებული პრობლემების გამორკვევას.  დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბანაკი მოიცავდა  ბევრ გასართობ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ძალიან დამეხმარა  ბავშვებთან დაახლოებასა და დამეგობრებაში. საბოლოო ჯამში ბანაკში გატარებული ერთი კვირა იყო  დაუვიწყარი და მრავლის მომცველი, მიღებული ცოდნა კი გამოსადეგი ჩემი მომავალი ცხოვრებისათვის.




პროექტის  ფარგლებში   კომიტეტის წევრებმა ორგანიზება გავუკეთეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფლების  9 საჯარო სკოლაში  საკონსულატციო შეხვედრებს. პროექტის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ  ვისმჯელეთ ახალგაზრდებთან  სამოქმედო გეგმაში მოყვანილ  აქტუალურ პრობლემებზე. 

მე  მომიწია  სოფელ ქვიტირსა და ოფშკვითში წასვლა. ოფშკვითის სკოლაში  მსგვასი  ტიპის  შეხვედრები სამწუხაროდ არასოდეს ჩატარებულა.  ახალგაზრდები გაოცებულები  და გაკვირვებულები ჩანდნენ. როდესაც  გაიგეს  რომ  მეც  მათი თანატოლი ვიყავი კიდევ უფრო გაუკვირდათ. თუმცა  შეხვედრამ  ძალიან  მეგობრულად  და  საინტერესო  ჩაიარა.  ერთად  ვიმსჯელეთ  რამდენად  აქტუალური  იყო ბანაკში წამოჭრილი  პრობლემა  მათ  თემში, შეხვერას მე-10  და მე-11  კლასის  მოსწავლეები ესწრებოდნენ.  დისკუსიაში ახალგაზრდებთან ერთად მასწავლებლები და სკოლის დირექტორიც ჩაერთვნენ, შეიტანეს შენიშვნები და კომენტარები. 

წამოსვლისას  ბავშვებს ბლოგების კონკურსის შესახებ ვესაუბრე და სოციალური ქსელის მეშვეობით დავმეგობრდით. სოფელ ქვიტირშიც ახალგაზრდები შეხვედრაზე ძალიან საინტერესოდ ჩაერთენ. შეხვედრას  20-მდე  მოსწავლე  ესწრებოდა. ეს  ყველაფერი  ძალიან  საინტერესო  იყო და  დიდი  გამოცდილება ჩემთვის,  რაც  სამომავლოდ  აუცილებლად  გამომადგება.  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ამ  პროექტს  რადგან  მასწავლა  ჩემთვის  უცნობ  ახალგაზრდებთან ურთიერთობა და საერთო იდეებზე მუშაობა. ამავე  პროექტის  ფარგლებში მაქვს ტრენინგი ჩატარებული სოციალურ მედიაზე, დიდი  პასუხისმგებლობის  მომცველი  პროექტია  და   ვცდილობ  აქტიურად ჩევერთო მის ყველა კომპონენტში.

ავტორი: ანა ჩოგოვაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. 

0 comments:

Post a Comment