26 ივლისიდან 3 აგვისტომდე "ახალგაზრდების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების" პროექტის ფარგლებში ბაკურიანში საზაფხულო ბანაკი მოეწყო. ბანაკში წყალტუბოს, თერჯოლის და საგარეჯოს ახალგაზრდზრდული კომიტეტის წევრები შესაძლებლობების გაძლიერებისა და აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ყოველდღიურ სემინარებს და ტრენინგებს გადიოდნენ. გარდა ახალგაზრდებისა ტრენინგებს სამივე მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ. ბანაკის ბოლოს მონაწილეების მიერ მუნიციპალური სამოქმედო გეგმა გაიწერა, რომლის მიხედვით ნოემბრიდან საგრანტო კონკურსები გამოცხადდება.
გთავაზობთ ბანაკის ფოტო გალერეას:
გიო ბეჟანიშვილის ფოტოები
0 comments:
Post a Comment