უკანასკნელი კვლევების თანახმად ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 70, 716 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი 700.1 კვადრატულ კმ. ფართობზეა გაშლილი. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქართველია (97.6
%), ასევე ცხოვრობენ: რუსები (0.9%), სომხები (0.22%), აზერბაიჯანელები (0.06%), ბერძნები (0,04%), უკრაინელები (0,25%) და სხვა( 0,98%).
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჟამად 16 129 ახალგაზრდა ცხოვრობს (საქართველოს კანონმდებლობით ახალგაზრდად ითვლება 14-29 წლამდე ადამიანი). აქედან 2003 სკოლის მოსწავლეა.
ახალგაზრდებისთვის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. რაც იწვევს აქტიური ახალგაზრდების გადაცხოვრებას და მიგრაციას დიდ ურბანულ არეებში. ისინი ვინც დარჩენილია წყალტუბოში მუშაობენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ახალგაზრდების დაბალი მოტივაციისა და ინერტულობის გამო არასამთავრებო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები ძირითადად სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების პრობლემებზე ძირითადად მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი: რიმა მარგიანი) და წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრი (ხელმძღვანელი ბაბილინა ბიბილაშვილი) მუშაობენ.
YISAP-ის პროექტში ჩართულია წყალტუბოს მუნიციპალიეტეტის ათი სკოლა.

0 comments:
Post a Comment