ანა რობაქიძე
მე ვარ ანა რობაქიძე თერჯოლიდან. ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვცდილობ ვიყო აქტიური მოქალაქე. დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია პინ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში, ამჟამად ვარ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.
მიყვარს კითხვა და მუსიკის მოსმენა. მაინტერესებს ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდეს ადამიანმა. მიზიდავს ექსპერიმენტები. სურვილი მაქვს ჩემს რაიონში მიძინებული ახალგაზრდობა გამოვაფხიზლო. ჩემთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას.
აჩიკო ჩაფიჩიძე
მე ვარ არჩილ ჩაფიჩაძე, თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007-ის“ X კლასის მოსწავლე. პროექტში მონაწილეობის მიღებისაკენ მიბიძგა ჩემმა სურვილმა, უკეთესი გამეხადა ჩემი მშობლიური ქალაქი - თერჯოლა, შემექმნა უკეთესი გარემო აქ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. იმედი მაქვს, პროექტის ფარგლებში ჩემ მიზანს მივაღწევ.
გვანცა ჩუბინიძე
გამარჯობა. მე ვარ გვანცა ჩუბინიძე, 15 წლის. ვცხოვრობ სოფელ ზედა საზანოში და ვსწავლობ ჩემივე სოფლის სახელობის საჯარო სკოლაში. ვარ 9 კლასში.ჩემი ამ პროექტში ჩართულობის მიზანია ჩემი სოფლის, სკოლის პრობლემები გავაცნო მათ ვისაც შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. მეც მსურს წვლილი შევიტანო ამ ყველაფრის მოგვარებაში.
თეონა პეტრიაშვილი
მე
გახლავართ თეონა პეტრიაშვილი, მცხოვრები
ქ.თერჯოლაში 25 წლის, ვმუშაობ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის
მუნიციპალურ ცენტრში, ფონდების მოძიების მენეჯერად და ასევე ვარ ,,ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“
პროექტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.
დიდი სურვილი მაქვს ამ პროექტის დახმარებით რაღაც სასარგებლო გავაკეთო ჩემი მუნიციპალიტეტისათვის
და პატარა წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.
ლუკა მემანიშვილი
მე ვარ ლუკა მემანიშვილი, დავიბადე 1997 წლის 3 ოქტომბერს ქ.თერჯოლაში. ვსწავლობ თერჯოლის #2 საჯარო სკოლაში. როგორც მოსწავლე აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.მიღებული მაქვს მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციის’’ PIN“-ის მიერ განხორციელებულ მრავალ პროექტში, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაზაზე.
როგორც კომიტეტის წევრი ჩემი მუნიციპალიტეტისთვის ბევრს გავაკეთებ, წარმოვაჩენ მის პრობლემებს და ვეცდები ვიპოვო მათი გადაჭრის გზები. ადგილობრივ მოსახლეობას გამოვკითხავ თავიანთ პრობლემებს და დავიწყებ იმ პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც მეტად აქტუალურია.
მარიამ რობაქიძე
მე ვარ მარიამ რობაქიძე ძევრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მოხარული ვარ, რომ ვარ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მიყვარს პროექტებში ჩართვა, მითუმეტეს ისეთ პროექტში სადაც საშუალება მექნება უფრო მეტად განვვითარდე სხვადასხვა კუთხით. ჩემი მიზანია თემის პრობლემები წარვუდგინო ორგანიზაციას და ერთობლივი გზებით შევეცადო ამ პრობლემების გადაჭრას. ასევე პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა გავუზიარო სხვა ახალგაზრდებს.
უდიდესი ინტერესით ჩავერთე ,,ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანაგრიშვალდებულების პროექტში’’. კომიტეტის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
მიყვარს ფოტო-ვიდეო გადაღება, ვმუშაობ თერჯოლის მოსწავლე ახლაგაზრდობის ცენტრში ვიდეო ოპერატორად. მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული ტრენინგები დამეხმარა პროფესიულ დაოსტატებაში, ამასთან პროექტი გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებში. გავხდეთ ინიციატორები ,მოვუსმინოთ და ანალიზი გავუკეთოთ ახალგაზრდების მიერ დასმულ პრობლემებს. პროექტი გვაძლევს პრაქტიკული მუშობის უნარ ჩვევებს. ზრდის ახალგაზრდების ჩართულობას და გვაძლევს შესაძლებლობას ,გავხდეთ აქტიური, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, წინ დიდი და საინტერესო გზა გველის.
ბექა ბუცხრიკიძე
მე ვარ ბექა ბუცხრიკიძე,დავიბადე 1998 წლის 12 ნოემბერს, ვსწავლობ სიქთარვის საჯარო სკოლაში. ვარ ახალგაზრდული ორგანიზაცია "pin"-ის წევრი. ჩემი ამ პროექტში მონაწილეობის მიზანია დავეხმარო ჩემს რაიონს პრობლემების მოგვარებაში.
beqa ra foto gaedzroooo :D
ReplyDelete