2015 წლის
13 ივნისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვიდეოს გადაღების შესახებ ტრენინგი
გაიმართა. ტრენინგს „ახალგაზრდების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში
წყალტუბოსა და თერჯოლის ახალგაზრდული კომიტეტის 5-5 (სულ 10) წევრი ესწრებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის გაეცნო ვიდეო
გადაღების ხერხები და მთავარი ფაქტორები. ტრენერმა გიორგი ბეჟანიშვილმა მონაწილეებს
ესაუბრა დოკუმენტური ფილმების გადაღების ხერხების და გეგმების თაობაზე. ნაჩვენები იყო
არასამთავრებო ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ მიერ გადაღებული რამოდენიმე ფილმი. ფილმების
ჩვენების შემდეგ მოხდა განხილვა და სხვადასხვა მაგალითების მეშვეობით დოკუმენტური ფილმის
გადაღების ტექნიკური დეტალების დადგენა.
მონაწილეებს ასევე დაურიგდათ „რეჟისორის კითხვარი“,
სადაც ჩამოწერილია დოკუმენტური ფილმისათვის საჭირო 30-მდე კითხვა და მოხდა ახალი ტექნიკის
და კითხვარის ტესტირება. თამაშისას ყველა მონაწილემ მოირგო ჟურნალისტის, რესპოდენტისა
და ოპერატორის როლი. ტრენინგის მეორე ნაწილში განხილულ იქნა მხატვრული ფილმის და სატელევიზიო
სიუჟეტის შექმნის დეტალები. ტრენინგის დასასრულს იმ მასალის ნაწილით რაც ტრენინგის
დროს ახალგაზრდებმა გადაიღეს მოხდა სამონტაჟო პროცესის ჩვენება - შესწავლა.
0 comments:
Post a Comment