ახალგაზრდული ჩართულობის და
სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის (YISAP) ფარგლებში, საგარეჯოს, თერჯოლისა და წყალტუბოს
ახალგაზრდობამ შეიმუშავა ახალგაზრდული მუნიციპალური სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ
გეგმებში გამოკვეთილია ის აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების
მიერ, ადგილებზე პრიორიტეტად გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად. ორგანიზაცია
„ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ახალგაზრდული მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განხორციელებაში
დაინტერესებული, იმერეთში და კახეთში რეგისტრირებული არასამთავრობო და ახალგაზრდული
ორგანიზაციებისათვის ( აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მუშაობის არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილებით). PIN - არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც
მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული თავისუფლების საკითხებზე და მიმართულია
უპოვართა დახმარებასა და განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მუნიციპალური
ახალგაზრდული საბჭოები, კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ახალგაზრდული
სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა. PIN მოელის, რომ
განმცხადებელი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ახალგაზრდულ კომიტეტთან,
პროექტის დაგეგმარების, განხოციელების და შევსების დროს. ზემოთ ნახსენები
გულისხმობს, რომ ორგანიზაციები ვალდებული არიან აქტიურად იკონტაქტონ ახალგაზრდულ
კომიტეტთან.
გეგმების სრული ვერსია განაცხადისათვის აქტივობების
ჩამონათვალით იხილეთ დანართის სახით.
PIN-ი მოელის განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ
არსებულ აქტივობებს ჩამონათვალში, ამავდროულად
განვიხილავთ სხვა ტიპის აქტივობებსაც, თუ ისინი გეგმის პრიორიტეტების
ჩარჩოს ემთხვევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ რამოდენიმე განაცხადი,
მაგრამ მხოლოდ ერთი დაფინანსდება. არასამთავრობო ოგანიზაციებმა და ახალგაზრდულმა
საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შეიტანონ განაცხადი მხოლოდ იმ აქტივობებზე, რომლებიც
მათვის არის განკუთვნილი სამოქმედო გეგმის მიხედვით.
გრანტის მიმღებთ მოეთხოვებათ:
-
წარმოადგინონ მუნიციპალურ ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმაში
გამოკვეთილ პრობლემაზე მიმართული აქტივობები;
-
შემოგვთავაზონ
სამიზნე პრობლემაზე მიმართული კონკრეტული, პრაქტიკული, ინოვაციური და კარგად ორგანიზებული
აქტივობები;
-
შემოგვთავაზონ
კონკრეტული გზები ახალგაზრდობის ჩართვისათვის და ხელი შეუწყონ ახალგაზრდებს, მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სხვა
ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს (NGO, სკოლები, სათემო ორგანიზაციები, ა.შ.) შორის თანამშრომლობას.
შერჩევის
კრიტერიუმები
გრანტები
გაიცემა პროექტებზე, რომელშიც წარმოდგენილია:
-
მუნიციპალურ
ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმაში გაწერილი, პრობლემების გადაჭრაზე მიმართული დეტალური
და განხორციელებადი გეგმა (20 ქულა);
-
ახალგაზრდებს,
მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის
ხელშეწყობაზე მიმართული დეტალური და განხორციელებადი გეგმა (20 ქულა);
-
აქტივობების
მდგრადობის გეგმა. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას,
შემოთავაზებული აქტივობების უწყვეტობას დაფინანსების
სხვა წყაროდან ან გრძელვადიან მდგრადობას მოსახლეობის
სპეციფიკურ ჯგუფებში (10 ქულა);
-
ორგანიზაციის გამოცდილება:
1.
მსგავსი
მასშტაბის (დაფინანსების თანხის) ამოცანების განხორციელება: 10 ქულა (საჭირო
იქნება სულ მცირე 5 ქულა);
2.
ზემოთ
დასახელებულ ადგილებზე (ლოკაციებზე) მუშაობა: 10 ქულა;
3.
მუშაობა
მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე: 10 ქულა;
-
ბიუჯეტის
ადექვატურობა (გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა პუნქტი, ყოველი მათგანი
უნდა იყოს აუცილებელი, კონკრეტული აქტივობების შესაბამისი ბიუჯეტით) (20 ქულა – საჭირო იქნება სულ მცირე 10).
გრანტის
მიმღები იქნებიან რეგისტრირებული ან არა-რეგისტრირებული
ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ საქმიანობის
არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ნათლად ჩამოყალიბებული და დამადასტურებელი ჩანაწერები.
განაცხადი არ მიიღება კერძო პირებისაგან. საჯარო
მოხელეებს, მოქმედი პარლამენტის ან პოლიტიკური პარტიების წევრებს არ შეუძლიათ აღნიშნული
გრანტის ხელმძღვანელ გუნდში მონაწილეობა; ასევე
დაუშვებელია მათთვის გრანტის ფარგლებში ანაზღაურების გადახდა.
შერჩევა განხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთა
კომიტეტის მიერ. პროექტის განხორციელების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე.
დაფინანსების
მაქსიმალური ზღვარი ერთ გრანტზე NGO-ებისთვის
იქნება 10,000 აშშ დოლარი,
ხოლო ახალგაზრდული ინიციატივის ან ახალგაზრდული კლუბისათვის 5,000 აშშ დოლარი. გრანტის გაცემა დამოკიდებული იქნება
ორგანიზაციის მიერ მსგავსი თანხების განკარგვის
გამოცდილებაზე და დაფინანსებულ აქტივობებზე. PIN - ი დაფარავს ორგანიზავიის ადმინისტრაციულ ხარჯებს
მიღებული გრანტის თანხის 10 % ოდენობის.
არ
დაფინანსდება შემდეგი
აქტივობები:
- რელიგიური მსახურების შენობა-ნაგებობები და
სერვისები (ეკლესიების, მეჩეთების, ა.შ. რეკონსტრუქცია ან
მშენებლობა; რელიგიური
განათლება; რელიგიური ლიტერატურის
ბეჭდვა, ა.შ.);
- პროექტები, რომელთაც უარყოფითი გავლენის
მოხდენა შეუძლიათ გარემოზე;
- პოლიტიკური აქციები და სარეკლამო აქტივობები;
- კერძო
საცხოვრებელი;
- ადმინისტრაციული შენობების ან კერძო
მფლობელობაში მყოფი ნაგებობების რეკონსტრუქცია ან მშენებლობა; აღჭურვილობის
ან ავტოტრანსპორტის შეძენა
ადგილობრივი ადმინისტრაციის, სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან არასამთავრობო
ორგანიზაციისათვის;
- პროექტები, რომელიც მიწის შეძენას გულისხმობს;
- პროექტები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დახმარებას
უწევენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.
დაუშვებელია
შემდეგი აქტივობები:
- ინდივიდუალური ან ქვე-ჯგუფების ინტერესების
(მათ შორის ეკონომიური, პოლიტიკური ან სხვა სახის) დაკმაყოფილებაზე მიმართული აქტივობები;
- გადასახადების ან ვალების დაფარვა (პროცენტი ან ძირითადი თანხა);
- პირადი საცხოვრებლისა და შენობების
მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან რემონტი;
- პროექტები,
რომლებიც მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკის (OP) გარემოზე ზემოქმედების შეფასების 4.01 პუნქტის A კატეგორიაში ხვდება და/ან არღვევს გარემოს
დაცვის პოლიტიკას გარდა OP 4.01 მუხლისა;
- საინიციატივო ჯგუფის/ NGO წევრების ხელფასების გადახდა;
- კერძო
სარგებლობის საქონელი .
განაცხადის
წარდგენა:
აპლიკანტმა არასამთავრობო
ორგანიზაციებმა/ახალგაზრდულმა ინიციატივებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- შევსებული
სააპლიკაციო ფორმა;
- სარეკომენდაციო
წერილი
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გადმოგზავნილი შემდეგ
ეკექტრონულ მისამართზე georgia.admin@peopleinneed.cz არაუგვიანეს 2015 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათისა.
სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან:
ახალგაზრდული
მუნიციპალური სამოქმედო გეგმები:
წყალტუბო
საგარეჯო
თერჯოლა
ორგანიზაციის
მისამართი: „ადამიანი
გაჭირვებაში“ (PIN), თბილისის ოფისი, გ.ქიქოძის ქ. #16, ტელ: 2920015 ან ქუთაისის ოფისი, სოლომონ პირველის ქ.# 27 ,ტელ : (+995 43 1) 25-25-65
0 comments:
Post a Comment