18 და 19 სექტემბერს
„ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“ პროექტის ფარგლებში საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში ვიდეო გადაღების და სოციალური რგოლების შექმნის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. პირველ დღეს ტრენინგის
მონაწილეებს, ახალგაზრდული კომიტეტის წევრებს ტრენერმა გიორგი ბეჟანიშვილმა გადაღების გეგმა გააცნო. საუბარი შეეხო დოკუმენტური
ფილმების გადაღების ტექნიკას. ტრენინგზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა მოკლე მეტრაჟიანი
დოკუმენტური ფილმები. ჯგუფს დაურიგდა რეჟისორის კითხვარი. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო
1 წუთიანი სოციალური ვიდეო რგოლების გადაღების ტექნიკაზე საუბარს და დაგეგმარებას.
19 სექტემბერს ახალგაზრდული კომიტეტის წევრებმა პრაქტიკულად
გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლები. ასევე იმუშავეს ბლოგების კონკურსის სარეკლამორგოლზე.
0 comments:
Post a Comment