Thursday, September 10, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლაში


10 სექტემბერს „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრები და სხვა ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ტრენინგი პროექტის სოციალური მედიის ექსპერტმა გიორგი ბეჟანიშვილმა ჩაატარა.

სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელოვანი როლის შესახებ მოხსენებები 20-მდე ახალგაზრდამ მოისმინა. ოთხსაათიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცვნენ ვებ-საიტების: Meetup.com, Linkedin.com , Klout.com  და Slideshare.net. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საიტს Blogger.com, რომელიც ბლოგების კონკურსის ფარგლებში გამოიყენება ახალგაზრდების მხრიდან.


ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს გაცნობილი მასალა და დაასახელეს ის გზები თუ რაში გამოიყენებდნენ ახალ ინფორმაციას. ტრენინგს დადებითი შეფასება მოყვა. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტრენინგები სხვა ახალი ვებ-საიტების შესახებ მომავალშიც გაიმართება. 




0 comments:

Post a Comment