Wednesday, September 9, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი ქუთაისში


9 სექტემბერს „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრები და სხვა ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ტრენინგი პროექტისსოციალური მედიის ექსპერტმა გიო ბეჟანიშვილმა ჩაატარა. სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელოვანი როლის შესახებ მოხსენებები ჯამში 18-მა ახალგაზრდამ მოისმინა. გარდა პრეზენტაციისა, რმელიც სოციალური მედიის რაობას და როლს შეეხებოდა, მონაწილეები უშუალოდ გაეცვნენ ისეთ ვებ-საიტების გამოყენების წესებს, როგორებიცაა: Meetup.com, Linkedin.com , Klout.com  და Slideshare.net.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საიტს Blogger.com, რომელიც ბლოგების კონკურსის ფარგლებში გამოიყენება ახალგაზრდების მხრიდან. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს გაცნობილი მასალა და დაასახელეს ის გზები თუ რაში გამოიყენებდნენ ახალ ინფორმაციას. ტრენინგს დადებითი და მაღალი შეფასება მოყვა.

ახალგაზრდებმა ადვილად აუღეს ალღო 4 საათიან მასალას და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტრენინგები სხვა ახალი ვებ-საიტების შესახებ მომავალშიც გაიმართება. 


0 comments:

Post a Comment