Sunday, March 22, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი საგარეჯოს ახალგაზრდებისთვის


21 მარტს ქალაქ საგარეჯოს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სოციალური მედიის ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ გაიმართა. ტრენინგს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია „People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგზე განხილული იყო ახალი მედიის და სოციალური ქსელების როლი თანამედროვე ცხოვრებაში. მონაწილეები სლაიდების დახმარებით დაწვრილებით გაეცვნენ იმ ინტერნეტ გვერდებს, რომელებიც დღეს მსოფლიოს წამყვან ვებ-საიტებად ითვლება და პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და დასასრულს მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და იმიტირებული „სოციალური მედია კამპანიები“ მოიფიქრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდული პრობლემები, საქველმოქმედო აქციები, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ა.შ. 













0 comments:

Post a Comment