Saturday, March 21, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი საგარეჯოს სკოლის მოსწავლეებისთვის


21 მარტს ქალაქ საგარეჯოს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სოციალური მედიის ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ გაიმართა. ტრენინგს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 15 მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომელის ეხებოდა ახალი მედიის გავრცელებას მსოფლიოში და მის მდგომარეობას საქართველოში. ასევე სატრენინგო თემები იყო ვებ-საიტების განხილვა და მათი მთავარი ფუნქციების განსაზღვრა. ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიუ ბლოგების შექმნა გახლდათ.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ჰენდაუთები და პრეზენტაციები გადაეცათ, რომელთა მეშვეობით ისინი 4 საათის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას თავისი სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.



























0 comments:

Post a Comment