Sunday, March 29, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლაში


29 მარტს ქალაქ თერჯოლაში სოციალური მედიის ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ გაიმართა. ტრენინგს თერჯოლის მუნიციპალიტეტის არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგზე განხილული იყო ახალი მედიის და სოციალური ქსელების როლი თანამედროვე ცხოვრებაში. მონაწილეები სლაიდ-პრეზენტაციის დახმარებით დაწვრილებით გაეცვნენ იმ ინტერნეტ გვერდებს, რომელებიც დღეს მსოფლიოს წამყვან ვებ-საიტებად ითვლება და პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და დასასრულს მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და იმიტირებული „სოციალური მედია კამპანიები“ მოიფიქრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდული პრობლემები, საქველმოქმედო აქციები, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ა.შ. 





















0 comments:

Post a Comment