Sunday, March 29, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლის სკოლის მოსწავლეებისათვის

29 მარტს ქალაქ თერჯოლის „მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში“ სოციალური მედიის ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ გაიმართა. ტრენინგს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლის მაღალი კლასების 15 მოსწავლე დაესწრო.

ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგის მიზანია მოსწვლეებს გააცნოს თანამედროვე მედიის და სოციალური ქსელების სიახლეები. მონაწილეებს  ტრენერმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა იმ ინტერნეტ გვერდების თაობაზე, რომელიც დღეს მსოფლიოს წამყვან ვებ-საიტებად ითვლება და პოპულარულია ახალგაზრდებს შორის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და დასასრულს მონაწილეებს ჰენდაუთები და პრეზენტაციები გადაეცათ, რომელთა მეშვეობით ისინი ტრენინგებს თავად ჩაატარებენ და  მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას თავის თანატოლებს გაუზიარებენ.

ტრენერი გიორგი ბეჟანიშვილი



























0 comments:

Post a Comment