11 ოქტომბერს "ახალგაზრდების ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის" ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოს სკოლაში სოციალურ მედიის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს ადგილობრივი, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც სოფელში ახალგაზრდულ კომიტეტს ქმნიან.
ტრენინგის მიზანი იყო, ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის როლის და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტრენინგი დისკუსიით გაიხსნა და რის შემდეგაც ტრენერმა გიო ბეჟანიშვილმა მონაწილეებს ფეისბუქის და სხვადასხვა სოციალური ვებ საიტების მუშაობის პრინციპები აუხსნა. ტრენინგის დასასრულს ახალგაზრდებმა ბლოგის დარეგისტრირება და სტატიის შექმნა შეისწვლეს. მათ ასევე ინფორმაცია მიეწოდათ YISAP-ის ბლოგების კონკურსის შესახებ,
ტრენინგი მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა. მათ მსგავსი ტრენინგის მომავალში ჩატარების შესახებ იმედი და მზაობა გამოთქვეს.
0 comments:
Post a Comment