Wednesday, October 28, 2015

შრომა,რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცვლილებებამდე!


ნუცა ბასილაშვილი
ყველაზე ნამდვილი სამყარო ისაა, რომელსაც თავად შექმნიო და დავიჯერეთ.

30 ახალგაზრდა საკუთარი სამყაროს შესაქმნელად წავედით ბაკურიანში და მერე, როგორც ხდება ხოლმე, იმაზე საპასუხისმგებლო მისია აღმოგვაჩნდა, ვიდრე ველოდით.

მუნიციპალური გეგმა უნდა დავწეროთო..

მაგრამ, ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საგარეჯოს რამდენიმე ათეულ სკოლაში ვიყავით და ვსვამდით კითხვას: „რა სჭირდებათ ახალგაზრდებს?“. 

და მერე მოხდა ის, რომ ერთ გეგმაში ჩავატიეთ სურვილები არაფორმალური განათლებიდან ხელმისაწვდომ ტრანსპორტირებამდე და როცა საკუთარ შრომას ტაში დავუკარით, ზუსტად იმ წამს დაინახავდით, რა რთულია, მიხვიდე ათასი პრობლემიდან საერთო გამოსავლამდე და რომ კიდევ უფრო რთულია, გაწუხებდეს ათასი პრობლემა.

გამოსავლის პოვნა, სურვილივით, ნახევარი საქმე რომაა, თქვენც იცით. ყველაზე რთული მისი შედეგად ქცევაა. 

რთულ საქმეს შევეჭიდეთ. 

ახლა რომ სადღაც, მაღალმთიან სოფელში, ჩემი თანატოლი ზის და არ იცის, როგორ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მომავალ წელს უნდა იცოდეს. ახლა რომ სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება, თავისუფალი დრო სწორად დაგეგმონ, შემდეგ წელს უნდა იცოდნენ... 

იტყვით, ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავშიო... ასეცაა.. ჩვენ თუ არ გავიაზრეთ რა შეგვიძლია და რამდენის შეცვლის რესურსს ვფლობთ, სხვა ამას არ იზამს... როცა მესმის, რომ ქალაქისგან მოშორებულ სოფელში ბავშვებს არ აქვთ სივრცე,რესურსი, რომ თანატოლებთან ერთად პროდუქტიულად გაატარონ დრო, სულ ვფიქრობ: მე უნდა შევცვალო,ჩვენ უნდა შევცვალოთ!

დიახ, ჩვენ უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ ეს შეგვიძლია!

ახლა წინ რამდენიმე თვე და ღირებული მიზანია: მივცეთ ახალგაზრდებს ის, რაც სჭირდებათ. ჰქონდეთ სივრცე და შესაძლებლობები, რომ 5-10 წლის შემდეგ, მათ თქვან, რომ სამყაროს შესაქმნელად მიდიან.

ხშირად ვამბობ ხოლმე, ჰკითხეთ ახალგაზრდებს,რა სჭირდებათ და მიიღებთ მათგან იმ ცვლილებებს,რაც ყველას გვჭირდება.

ჩვენი მუშაობა სწორედ ამ პრინციპს ემყარება. პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს, რომლებსაც გვინდა შესაძლებლობები მივცეთ, ვაცნობთ მუნიციპალურ გეგმას და ვიღებთ მათგან რეკომენდაციებს. ეს მთავარი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა- მიიღო რჩევა,შენიშვნა და დაანახო მათ, რომ საჭიროები არიან..


ნოემბრიდან დაიწყება დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო მუშაობა ახალგაზრდებთან ერთად,ახალგაზრდებისთვის... 

შრომა,რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ცვლილებებამდე!

ავტორი:
ნუცა ბასილაშვილი, საგარეჯოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.

Sunday, October 11, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი სოფელ იორმუღანლოში

11 ოქტომბერს "ახალგაზრდების ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის" ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ იორმუღანლოს სკოლაში სოციალურ მედიის ტრენინგი ჩატარდა. 


ტრენინგს ადგილობრივი, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებიც სოფელში ახალგაზრდულ კომიტეტს ქმნიან. 




ტრენინგის მიზანი იყო, ახალგაზრდებისთვის სოციალური მედიის როლის და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ტრენინგი დისკუსიით გაიხსნა და რის შემდეგაც ტრენერმა გიო ბეჟანიშვილმა მონაწილეებს ფეისბუქის და სხვადასხვა სოციალური ვებ საიტების მუშაობის პრინციპები აუხსნა. ტრენინგის დასასრულს ახალგაზრდებმა ბლოგის დარეგისტრირება და სტატიის შექმნა შეისწვლეს. მათ ასევე  ინფორმაცია მიეწოდათ YISAP-ის ბლოგების კონკურსის შესახებ, 





ტრენინგი მონაწილეების მხრიდან დადებითად შეფასდა. მათ მსგავსი ტრენინგის მომავალში ჩატარების შესახებ იმედი და მზაობა გამოთქვეს. 






Thursday, October 1, 2015

ბლოგების კონკურსი



არასამთავრებო ორგანიზაცია „People In Need” (“ადამიანი გაჭრივებაში) აცხადებს ბლოგების კონკურსს "ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას სოციალური მედიის პოპულარიზაციაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  თერჯოლის, წყალტუბოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს (14-29 წლის).  კონკურსში მონაწილე ბლოგერებს მოეთხოვებათ:

ა) სისტემატიურად აწარმოვონ ბლოგი და მოახდინონ საკუთარი ბლოგპოსტების პოპულარიზაცია სხვადსხვა სოც. ქსელებში.

ბ) ბლოგებისათვის შეარჩიონ თემატიკა: ახალგაზრდობა, სოციალური პრობლემები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინიციატივების გაზიარება, ადამიანის უფლებები.

ბლოგი უნდა იყოს დაწერილი სილფაენში;
ფონტის ზომა - 12;
სიტყვების რაოდენობა: 200-დან  700 სიტყვამდე.

კონკურსში მონაწილეობისათვის გთხოვთ გამოაგზვნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენი ბლოგის მისამართი.


კონკურსი ძალაშია პირველი სექტემბრიდან და გაგრძელდება 10 დეკემბრამდე. ამ დროის მანძილზე ჟიური დააკვირდება გამოქვეყნებულ პოსტებს და ბლოგერების მუშაობის სპეციფიკას.

შეფასების კრიტერიუმებია:

ა) ბლოგის შინაარსი
ბ) ბლოგის ვიზუალური მხარე
გ) მკითხველის აქტიურობა


 კონკურსის ბოლოს დასახელდება სამი გამარჯვებული ბლოგერი. გამარჯვებულებს გადაცაეცემათ: ტაბლეტი, ფოტოკამერა, სმარტფონი.

გთხოვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ მეილებზე:

giorgi.bezhanishvili@peopleinneed.cz 





Thursday, September 24, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი საგარეჯოს სკოლის მასწავლებლებისათვის


2015 წლის 23 სექტემბერს „ახალგაზრდებისჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში საგარეჯოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ ჩატარდა.

ტრენინგს საგარეჯოს რაიონის სკოლის მასწავლებებლები ესწრებოდნენ. ახალი მედიის შესახებ ტრენინგი 10-მა მასწავლებელმა მოისმინა, მათგან უმრავლესობა მათ სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და მასში განხილული იყო შემდეგი თემები: სოციალური მედიის რაობა და მისი მდგომარეობა საქართველოში. როდის და როგორ გამოვიყენოთ ახალი მედია საგანმანათლებლო პროექტების გასავრცელებლად და გასაპიარებლად. რა ახალი ვებ საიტებია დღესდღეობით აქტუალური და როგორ გამოვიყენოთ ისინი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.

ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია თემაზე „სოციალური მედია და ახალგაზრდების ჩართულობა“. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ვებ საიტებზე, რომლებიც მასწავლებლებს ესაჭიროებათ პიროვნული განვითარებისა და კომუნიკაციის უკეთ დასამყარებლად.


ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო ბლოგინგის თემას. ტრენინგმა მასწავლებლებლებმა დადებითად შეაფასეს.


Sunday, September 20, 2015

ვიდეო გადაღების და სოციალური რგოლების შექმნის ტრენინგი საგარეჯოში

18 და 19  სექტემბერს „ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“ პროექტის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვიდეო გადაღების და სოციალური რგოლების შექმნის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა. პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებს, ახალგაზრდული კომიტეტის წევრებს ტრენერმა გიორგი ბეჟანიშვილმა  გადაღების გეგმა გააცნო. საუბარი შეეხო დოკუმენტური ფილმების გადაღების ტექნიკას. ტრენინგზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა მოკლე მეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები. ჯგუფს დაურიგდა რეჟისორის კითხვარი. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო 1 წუთიანი სოციალური ვიდეო რგოლების გადაღების ტექნიკაზე საუბარს და დაგეგმარებას.

19 სექტემბერს ახალგაზრდული კომიტეტის წევრებმა პრაქტიკულად გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ვიდეო რგოლები. ასევე იმუშავეს ბლოგების კონკურსის სარეკლამორგოლზე. 

ტრენინგზე დაგროვილი მასალები პერიოდულად აიტვირთება YISAP-ის ფეისბუქის გვერდზე.










Friday, September 18, 2015

სოციალური მედიის და ბლოგების ტრენინგი საგარეჯოში


17 სექტემბერს ქალაქ საგარეჯოს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  სოციალური მედიის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სულ ლექცია 18 მოსწავლემ მოისმინა.

ტრენინგი არასამთავრებო ორგანიზაცია „People in Need”-ის „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პროექტის სოციალური მედიის ექსპერტი გიორგი ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგზე განხილული იყო ახალი მედიის და სოციალური ქსელების როლი თანამედროვე ცხოვრებაში. მონაწილეები გაეცვნენ იმ ვებსაიტებს, რომლებიც მათ გამოადგებათ როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამომავლო კარიერული ზრდისათვის. ტრენინგისას განხილული ვებ-საიტების შესახებ დასასრულს შეჯამების სახით დისკუსია გაიმართა. მონაწილეთა მხრიდან ტრენინგს დადებითი შეფასება მოყვა.

ტრენინგის კიდევ ერთი კომპონენტი “YISAP”-ის ბლოგების კონკურსი იყო, რომლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ტრენერმა გააცნო. ახალგაზრდებმა კონკურსში მონაწილეობის მზაობა გამოთქვეს. 
















Thursday, September 10, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლაში


10 სექტემბერს „ახალგაზრდების ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში სოციალური მედიის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრები და სხვა ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ტრენინგი პროექტის სოციალური მედიის ექსპერტმა გიორგი ბეჟანიშვილმა ჩაატარა.

სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელოვანი როლის შესახებ მოხსენებები 20-მდე ახალგაზრდამ მოისმინა. ოთხსაათიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცვნენ ვებ-საიტების: Meetup.com, Linkedin.com , Klout.com  და Slideshare.net. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საიტს Blogger.com, რომელიც ბლოგების კონკურსის ფარგლებში გამოიყენება ახალგაზრდების მხრიდან.


ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს გაცნობილი მასალა და დაასახელეს ის გზები თუ რაში გამოიყენებდნენ ახალ ინფორმაციას. ტრენინგს დადებითი შეფასება მოყვა. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტრენინგები სხვა ახალი ვებ-საიტების შესახებ მომავალშიც გაიმართება.