2015 წლის 23 სექტემბერს „ახალგაზრდებისჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში საგარეჯოს „დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში“ ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ ჩატარდა.
ტრენინგს საგარეჯოს რაიონის სკოლის მასწავლებებლები
ესწრებოდნენ. ახალი მედიის შესახებ ტრენინგი 10-მა მასწავლებელმა მოისმინა, მათგან
უმრავლესობა მათ სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.
ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და მასში განხილული იყო
შემდეგი თემები: სოციალური მედიის რაობა და მისი მდგომარეობა საქართველოში. როდის და
როგორ გამოვიყენოთ ახალი მედია საგანმანათლებლო პროექტების გასავრცელებლად და გასაპიარებლად.
რა ახალი ვებ საიტებია დღესდღეობით აქტუალური და როგორ გამოვიყენოთ ისინი პროფესიული
ზრდისა და განვითარებისათვის.
ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია თემაზე „სოციალური
მედია და ახალგაზრდების ჩართულობა“. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ვებ საიტებზე,
რომლებიც მასწავლებლებს ესაჭიროებათ პიროვნული განვითარებისა და კომუნიკაციის უკეთ
დასამყარებლად.
ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო ბლოგინგის თემას. ტრენინგმა
მასწავლებლებლებმა დადებითად შეაფასეს.