Friday, July 31, 2015

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტი


ანა რობაქიძე


     
მე ვარ ანა რობაქიძე თერჯოლიდან. ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვცდილობ ვიყო აქტიური მოქალაქე. დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია პინ-ის  მიერ განხორციელებულ პროექტებში, ამჟამად ვარ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.

     მიყვარს კითხვა და მუსიკის მოსმენა. მაინტერესებს ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდეს ადამიანმა. მიზიდავს ექსპერიმენტები. სურვილი მაქვს ჩემს რაიონში მიძინებული ახალგაზრდობა გამოვაფხიზლო. ჩემთვის მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას.




აჩიკო ჩაფიჩიძე



 მე ვარ არჩილ ჩაფიჩაძე, თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007-ის“ X კლასის მოსწავლე. პროექტში მონაწილეობის მიღებისაკენ მიბიძგა ჩემმა სურვილმა, უკეთესი გამეხადა ჩემი მშობლიური ქალაქი - თერჯოლა, შემექმნა უკეთესი გარემო აქ მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. იმედი მაქვს, პროექტის ფარგლებში ჩემ მიზანს მივაღწევ.













გვანცა ჩუბინიძე



გამარჯობა. მე ვარ გვანცა ჩუბინიძე, 15 წლის. ვცხოვრობ სოფელ ზედა საზანოში და ვსწავლობ ჩემივე სოფლის სახელობის საჯარო სკოლაში. ვარ 9 კლასში.ჩემი ამ პროექტში ჩართულობის მიზანია ჩემი სოფლის, სკოლის პრობლემები გავაცნო მათ ვისაც შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. მეც მსურს წვლილი შევიტანო ამ ყველაფრის მოგვარებაში.











თეონა პეტრიაშვილი

                                                               
მე გახლავართ თეონა პეტრიაშვილი, მცხოვრები ქ.ერჯოლაში 25 წლის, ვმუშაობ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალურ ცენტრში, ფონდების მოძიების მენეჯერად და ასევე ვარ  ,,ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების“ პროექტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.

 დიდი სურვილი მაქვს ამ პროექტის დახმარებით რაღაც სასარგებლო გავაკეთო ჩემი მუნიციპალიტეტისათვის და პატარა წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.



ლუკა მემანიშვილი


       
 მე ვარ ლუკა მემანიშვილი, დავიბადე 1997 წლის 3 ოქტომბერს ქ.თერჯოლაში. ვსწავლობ თერჯოლის #2 საჯარო სკოლაში. როგორც მოსწავლე აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.მიღებული მაქვს მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციის’’ PIN“-ის მიერ განხორციელებულ მრავალ პროექტში, თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაზაზე. 


   როგორც კომიტეტის წევრი ჩემი მუნიციპალიტეტისთვის ბევრს გავაკეთებ, წარმოვაჩენ მის პრობლემებს და ვეცდები ვიპოვო მათი გადაჭრის გზები. ადგილობრივ მოსახლეობას გამოვკითხავ თავიანთ პრობლემებს და დავიწყებ იმ პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც მეტად აქტუალურია.






მარიამ რობაქიძე


 მე ვარ მარიამ რობაქიძე ძევრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მოხარული ვარ, რომ ვარ ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მიყვარს პროექტებში ჩართვა, მითუმეტეს ისეთ პროექტში სადაც საშუალება მექნება უფრო მეტად განვვითარდე სხვადასხვა კუთხით. ჩემი მიზანია თემის პრობლემები წარვუდგინო ორგანიზაციას და ერთობლივი გზებით შევეცადო ამ პრობლემების გადაჭრას. ასევე პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა გავუზიარო სხვა ახალგაზრდებს.









პავლე წულაია


უდიდესი ინტერესით ჩავერთე ,,ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანაგრიშვალდებულების პროექტში’’. კომიტეტის წევრობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.   

  მიყვარს ფოტო-ვიდეო გადაღება, ვმუშაობ თერჯოლის მოსწავლე ახლაგაზრდობის ცენტრში ვიდეო ოპერატორად. მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული ტრენინგები დამეხმარა პროფესიულ დაოსტატებაში, ამასთან პროექტი გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებში.  გავხდეთ ინიციატორები ,მოვუსმინოთ და ანალიზი გავუკეთოთ ახალგაზრდების მიერ დასმულ პრობლემებს. პროექტი გვაძლევს პრაქტიკული მუშობის უნარ ჩვევებს. ზრდის ახალგაზრდების ჩართულობას და გვაძლევს შესაძლებლობას ,გავხდეთ აქტიური, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, წინ  დიდი და საინტერესო გზა გველის.



ბექა ბუცხრიკიძე



მე ვარ ბექა ბუცხრიკიძე,დავიბადე 1998 წლის 12 ნოემბერს, ვსწავლობ სიქთარვის საჯარო სკოლაში. ვარ ახალგაზრდული ორგანიზაცია "pin"-ის წევრი. ჩემი ამ პროექტში მონაწილეობის მიზანია დავეხმარო ჩემს რაიონს პრობლემების მოგვარებაში.











წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტი



ანა ჩოგოვაძე


მე  ვარ ანა ჩოგოვაძე.დავიბადე1999 წლის  3  ივნის,ვსავლობ  ქვიტირის  საჯარო  სკოლაში  ვარ  11  კლასელი.პროექტი ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტი"  ძალიან  საინტერესოა  ვფიქრობ  ამ  პროექტში  ჩემი  ჩართულობით დავეხმარები  ჩემს მუნიციპალიტეტს პრობლემების  აღმოფხვრაში











ნინო ქარდავა


ნინო ქარდავა 18წლის სოფელ ფარცხანაყანევიდან. ამ ორგანიზააციით ჩემი დაინტერესების მიზეზია ის რომ მსურს ჩემი თემის ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაში მივიღო მონაწილეობა და ვთვლი რომ PIN-ი ამ სურვილის განხორციელებაში ხელს შემიწყობს.


თეონა ბენდელიანი


მე ვარ თეონა ბენდელიანი. დავიბადე 1999 წლის 3 აპრილს. ვსწავლობ ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში. "ახალგაზრდობის ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტი" ძალიან მომეწონა. მე ჩავერთე ამ პროექტში, რადგან  მსურს,რომ დავეხმარო ჩემს მუნიციპალიტეტს, ვიყო უფრო აქტიური და მოვაგვარო ყველა პრობლემა ჩემი მეგობრების და თანამცხოვრებლების დახმარებით.












შალვა ბოჭორიშვილი

მე ვარ შალვა ბოჭორიშვილი, დავიბადე 1995 წლის 22 იანვარს. დავამთავრე ოფურჩხეთის საჯარო სკოლა. ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეციერებათა ფაკულტეტზე. ჩემი ჰობია კითხვა და ინტელექტუალური თამაშები. ამ პროექტში ვარ, რადგან მსურს ჩემს ირგვლივ არსებული პრობლემების გადაჭრაში მივიღო მონაწილეობა.











დათო მიქაბერიძე


მე ვარ დავით მიქაბერიძე. ქალაქ წყალტუბოს არასახელმწიფო, საერო, საშუალო სკოლა "ოცნების" მე-12 კლასის მოსწავლე. ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის: "People In Need" პროექტის აქტიური მონაწილე, რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაა, ახალგაზრდების დახმარებით. ამ პროექტში ჩემი მონაწილეობით ვცდილობ უკეთესობისკენ შევცვალო ჩემი თანამოქალაქეების ცხოვრება და ვთვლი, რომ ეს თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მოვალეობა და მიზანია



ოთიკო მიქაბერიძე



მე  ვარ  ოთარ  მიქაბერიძე  ვცხოვრობ  ქალაქ  წყალტუბოში,  ვმუშაობ  ა(ა)იპ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სკოლისგარეშე  დაწესებულებათა  გაერთიანებაში  სპეციალისტად.  ვარ  პროექტ  ,,საქართველოს  მოხალისეს“ წევრი. აქტიურად  ვარ  ჩართული  და  ვმონაწილეობ   საქალაქთაშორისო   ღონისძიებებში.  ჩემი  ჰობია  აქტიური  ცხოვრება.









მარიამ მამისეიშვილი


მე ვარ მარიამ მამისეიშვილი. ვსწავლობ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში. ვთვლი რომ ვარ აქტიური ადამიანი. ვცდილობ მონაწილეობა მივიღო იმ პროექტებში რომლებიც პირველ რიგში დამეხმარება ჩემი ცოდნის გაღრმავებაში და მომცემს საშუალებას გამოვადგე არამარტო საკუთარ თავს არამედ ჩემსქვეყანას და ვიყო ერთ–ერთი გამორჩეული წევრი ჩემს თაობაში. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მედიაპროექტ ,,ეტალონში" გამარჯვების მოპოვება იყო რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა რომ მთავარია იბრძოლო, იშრომო და წარმატებაც არ გიღალატებს. ახალგაზრდულ კომიტეტში ვარ იმიტომ რომ, მისი საშუალებით შემიძლია წვლილი შევიტანო ჩემი მუნიციპალიტეტის განვითარებაში და შემდგომ ამ პროექტში მიღებული გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.



მირზა გოქაძე

ჩემი სახელია მირზა გოქაძე, დავიბადე 1999 წლის 29 მარტს, წყალტუბოს რაიონ სოფ ბანოჯაში, ვსწავლობ ბანოჯის საჯარო სკოლაში, ვარ აქტიური, მიყვარს   სიახლეები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომიტეტის წევრი ვარ პროეკტში PIN „ადამიანი გაჭირვებაში“ და  მსურს რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ამ პროექტში რაიმე წვლილი შევიტანო.











საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტი



ეთო ღრუბელაშვილი



მე ვარ ეთო ღრუბელაშვილი, ვცხოვრობ ქალაქ საგარეჯოში, ვარ საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის XI- კლასის მოსწავლე. მიყვარს ახალგაზრდული პროექტები და ყოველთვის ვერთვები საინტერესო პროექტებში. ვარ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სხვადასხვა პროექტების აქტიური მონაწილე, ასევე საგარეჯოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრი. ამ პროექტში ჩართვის სურვილი გამიჩნდა, რადგან დაინტერესებული ვარ თუ რა პრობლემები გვაქვს ახალგაზრდებს ამა თუ იმ საკითხებში. მაქსიმალურად ჩავერთვები, რათა ცოდნა გავიღრმავო და შემდგომ ჩემს თანატოლებს გავუზიარო.








მარიამ საგინაშვილი




მე ვარ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე და  ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.
ახალგაზრდულ კომიტეტში ვარ იმიტომრომ ვარ აქტიური და კომუნიკაბელურიასევე აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. ვაპირებ ამ პროექტის მეშვეობით მიღებული ცოდნა გავუნაწილო ჩემს თანატოლებს და აქტიურად ჩავრთა ჩემი თანატოლები სამოქალაქო საქმიანობებში.










ნანუკა დურგლიშვილი


მე ვარ ნანუკა დურგლიშვილი, საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე. მიყვარს წიგნის კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ამ პროექტში ვარ იმიტომ, რომ მომეწონა მისი მიზნები და მსურს განხოციელებაში მონაწილეობის მიღება. ასევე ყოველთვის მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის საჭირო პროექტებში.













ნია მაისაშვილი


მე ვარ ნია მაისაშვილი, ვსწავლობ საგარეჯოს 2 საჯარო სკოლაში და ვარ 11 კლასში. ჩემი  ჰობია  წიგნების კითხვა. ახალგაზრდულ კომიტეტში პირველ რიგში ვარ იმიტომ რომ დამაინტერესა ამ პროექტმა  და ასევე დაინტერესებული ვარ თუ რა პრობლემები აწუხებთ ახალგაზრდებს, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემზე არის დამოკიდებული და მაქსიმალურად ჩავერთო სხვადასხვა აქტივობებში.




ნინო ბორაშვილი


მე ვარ ნინო ბორაშვილი, მანავის საჯარო სკოლის მე-11-ე კლასის მოსწავლე. მანავის საჯარო სკოლის თვითმართველობისა და ეკო კლუბის თავჯდომარე. არასამთავრებო ორგანიზაცია GLOW-ს ელჩი. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტი ძალიან კარგია ახალგაზრდებისთვის, რადგან ჩვენი საქმიანობაა ახალგაზრდული პრობლემების მოგვარებაა. ვფიქრობ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ახალგარდების ჩართულობას, გააქტიურებასა და განვითარებას გამოიწვევს.









ნუცა ბასილაშვილი


ჩვენ ვართ თაობა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ დასამტკიცებელი, რომ ძლიერი საზოგადოების შექმნა შეუძლიათ. მე მინდა ვიყო ძლიერი საზოგადოების ძლიერი რგოლი. მე მინდა ვხედავდე ჩემს თანატოლებს, რომელთაც იციან რა სურთ, იციან რისთვის ღირს ბრძოლა და ქმნიან სწორ მომავალს.  

ღრმად მწამს, როდესაც საქმე ცვლილებას ეხება, ზურგს ცოდნა უნდა გიმაგრებდეს. ეს პროექტი კი, სწორედ, მყარი ცოდნის, რელევანტური ცვლილებების, მდგრადი აწმყოს საწინდარია.  

ახალგაზრდების ჩართულობა, მათი რესურსების, ძალის, ენერგიის დაფასება ყოველთვის მისასალმებელია, მით უფრო, ასეთი სწორი კუთხით. მე ვარ ამ პროცესის მონაწილე, რათა ვასწავლო და ვისწავლო. მაგალითი ავიღო და მისაბაძი გავხდე. ის, რომ მაქვს უფლება და შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო საერთო საქმის კეთებაში არის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია.                  

მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, თავად შევქმნა ჩემი, ჩემი მეგობრებისა და თაობის მომავალი!

 

სულიკო კერატიშვილი


ამ კომიტეტში იმიტომ ვარ რომ შევისწავლო პროექტების გაკეთება და გავაკეთო კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ისეთი პროექტი რომელიც წარმატებული და სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის.








შალვა ბასილაშვილი


მე ვარ შალვა ბასილაშვილი. ვსწავლობ საგრეჯოს პირველ სკოლაში. დიდი ხანია აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებში და ტრენინგებში.

2005 წლიდან - 2013 წლის ჩათვლით  წარჩინებული სწავლისათვის მიღებული მაქვს  სიგელები და კომპიუტერი. ვარ საინიციატივო  ჯგუფი "ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" წევრი. 

იმედი მაქვს ახალგაზრდულ კომიტეტში ჩემი საქმიანობით გამოვადგები ჩემს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობ ახალგაზრდების გააქტიურებას.   



Monday, July 13, 2015

ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ტრენინგი ქუთაისში


2015 წლის 13 ივნისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვიდეოს გადაღების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს „ახალგაზრდების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში წყალტუბოსა და თერჯოლის ახალგაზრდული კომიტეტის 5-5 (სულ 10) წევრი ესწრებოდა.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის გაეცნო ვიდეო გადაღების ხერხები და მთავარი ფაქტორები. ტრენერმა გიორგი ბეჟანიშვილმა მონაწილეებს ესაუბრა დოკუმენტური ფილმების გადაღების ხერხების და გეგმების თაობაზე. ნაჩვენები იყო არასამთავრებო ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის“ მიერ გადაღებული რამოდენიმე ფილმი. ფილმების ჩვენების შემდეგ მოხდა განხილვა და სხვადასხვა მაგალითების მეშვეობით დოკუმენტური ფილმის გადაღების ტექნიკური დეტალების დადგენა.


მონაწილეებს ასევე დაურიგდათ „რეჟისორის კითხვარი“, სადაც ჩამოწერილია დოკუმენტური ფილმისათვის საჭირო 30-მდე კითხვა და მოხდა ახალი ტექნიკის და კითხვარის ტესტირება. თამაშისას ყველა მონაწილემ მოირგო ჟურნალისტის, რესპოდენტისა და ოპერატორის როლი. ტრენინგის მეორე ნაწილში განხილულ იქნა მხატვრული ფილმის და სატელევიზიო სიუჟეტის შექმნის დეტალები. ტრენინგის დასასრულს იმ მასალის ნაწილით რაც ტრენინგის დროს ახალგაზრდებმა გადაიღეს მოხდა სამონტაჟო პროცესის ჩვენება - შესწავლა.



Wednesday, July 8, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი თერჯოლის და წყალტუბოს სკოლის მასწავლებლებისთვის


2015 წლის 7 ივნისს „ახალგაზრდების ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის“ ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი „ინტერნეტის ახალი სივრცეები“ ჩატარდა. ტრენინგს სოციალური მედიის ექსპერტი გიო ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ტრენინგს წყალტუბოს და თერჯოლის რაიონის სკოლის მასწავლებებლები ესწრებოდნენ. ახალი მედიის შესახებ ტრენინგი სულ 20-მა მასწავლებელმა მოისმინა, მათგან უმრავლესობა მათ სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.

ტრენინგი 4 საათს გაგრძელდა და მასში განხილული იყო შემდეგი თემები: სოციალური მედიის რაობა, მისი მდგომარეობა საქართველოში. როგორ გამოვიყენოთ ახალი მედია საგანმანათლებლო პროექტების გასავრცელებლად და გასაპიარებლად. რა ახალი ვებ საიტებია დღესდღეობით აქტუალური და როგორ გამოვიყენოთ ისინი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.


ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია თემაზე „სოციალური მედია და ახალგაზრდების ჩართულობა“. ყურადღება გამახვილდა ისეთ ვებ საიტებზე, რომლებიც მასწავლებლებს ესაჭიროებათ პიროვნული განვითარებისა და კომუნიკაციის უკეთ დასამყარებლად. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო ბლოგინგის თემას. ტრენინგმა მასწავლებლების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო და უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა მსგავსი ტრენინგის მათ სკოლაში ჩატარებისა.