Saturday, December 19, 2015

სოციალური მედიის ტრენინგი სოფელ დიდ ჩაილურში

17 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში ჩატარდა სოც მედიის ტრენინგი, რომელსაც IX,X,XI და XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

ტრენინგს უძღვებოდნენ ამავე სკოლის XII კლასის მოსწავლეები ნინი როსტიაშვილი და მარიამ საგინაშვილი (საგარეჯოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი).

შეხვედრისას ტრენერებმა მოსწავლეებს ახალი ვებ-საიტები გააცნეს. ასევე აუხსნეს ფეისბუქის ახალი და მათთვის უცნობი ფუნქციები.







Tuesday, December 1, 2015

განაცხადი პროექტების მიღებაზე მუნიციპალური ახალგაზრდული სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად.


ახალგაზრდული ჩართულობის და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტის (YISAP) ფარგლებში, საგარეჯოს, თერჯოლისა და წყალტუბოს ახალგაზრდობამ შეიმუშავა ახალგაზრდული მუნიციპალური სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ გეგმებში გამოკვეთილია ის აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ახალგაზრდების მიერ, ადგილებზე პრიორიტეტად გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად. ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ახალგაზრდული მუნიციპალური  სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დაინტერესებული, იმერეთში და კახეთში რეგისტრირებული  არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის ( აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მუშაობის არა ნაკლებ 1 წლიანი გამოცდილებით)PIN - არის ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული თავისუფლების საკითხებზე და მიმართულია უპოვართა დახმარებასა და განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოები, კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ახალგაზრდული სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა. PIN მოელის, რომ განმცხადებელი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ახალგაზრდულ კომიტეტთან, პროექტის დაგეგმარების, განხოციელების და შევსების დროს. ზემოთ ნახსენები გულისხმობს, რომ ორგანიზაციები ვალდებული არიან აქტიურად იკონტაქტონ ახალგაზრდულ კომიტეტთან.

გეგმების სრული ვერსია განაცხადისათვის აქტივობების ჩამონათვალით იხილეთ დანართის სახით.
PIN-ი მოელის განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ არსებულ აქტივობებს ჩამონათვალში, ამავდროულად  განვიხილავთ სხვა ტიპის აქტივობებსაც, თუ ისინი გეგმის პრიორიტეტების ჩარჩოს ემთხვევა. ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ რამოდენიმე განაცხადი, მაგრამ მხოლოდ ერთი დაფინანსდება. არასამთავრობო ოგანიზაციებმა და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა უნდა შეიტანონ განაცხადი მხოლოდ იმ აქტივობებზე, რომლებიც მათვის არის განკუთვნილი სამოქმედო გეგმის მიხედვით.

გრანტის მიმღებთ მოეთხოვებათ:

-     წარმოადგინონ მუნიციპალურ ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილ პრობლემაზე მიმართული აქტივობები;
-          შემოგვთავაზონ სამიზნე პრობლემაზე მიმართული კონკრეტული, პრაქტიკული, ინოვაციური და კარგად ორგანიზებული აქტივობები;
-          შემოგვთავაზონ კონკრეტული გზები ახალგაზრდობის ჩართვისათვის და ხელი შეუწყონ  ახალგაზრდებს, მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს (NGO, სკოლები, სათემო ორგანიზაციები, ა.შ.) შორის თანამშრომლობას.

შერჩევის კრიტერიუმები

გრანტები გაიცემა პროექტებზე, რომელშიც წარმოდგენილია:

-          მუნიციპალურ ახალგაზრდულ სამოქმედო გეგმაში გაწერილი, პრობლემების გადაჭრაზე მიმართული დეტალური და განხორციელებადი გეგმა (20 ქულა);
-          ახალგაზრდებს, მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სხვა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე მიმართული დეტალური და განხორციელებადი გეგმა (20 ქულა);
-          აქტივობების მდგრადობის გეგმა. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, შემოთავაზებული აქტივობების უწყვეტობას  დაფინანსების სხვა წყაროდან ან  გრძელვადიან მდგრადობას მოსახლეობის სპეციფიკურ ჯგუფებში (10 ქულა); 

-          ორგანიზაციის გამოცდილება:
1.       მსგავსი მასშტაბის (დაფინანსების თანხის) ამოცანების განხორციელება: 10 ქულა (საჭირო იქნება სულ მცირე 5 ქულა);
2.       ზემოთ დასახელებულ ადგილებზე (ლოკაციებზე) მუშაობა: 10 ქულა;
3.       მუშაობა მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე:  10 ქულა;
-          ბიუჯეტის ადექვატურობა (გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა პუნქტი, ყოველი მათგანი უნდა იყოს აუცილებელი, კონკრეტული აქტივობების შესაბამისი ბიუჯეტით)  (20 ქულასაჭირო იქნება სულ მცირე 10).

გრანტის მიმღები იქნებიან  რეგისტრირებული ან არა-რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ  საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ნათლად ჩამოყალიბებული და დამადასტურებელი ჩანაწერები. განაცხადი არ მიიღება კერძო პირებისაგან.  საჯარო მოხელეებს, მოქმედი პარლამენტის ან პოლიტიკური პარტიების წევრებს არ შეუძლიათ აღნიშნული გრანტის ხელმძღვანელ გუნდში მონაწილეობა; ასევე  დაუშვებელია მათთვის გრანტის ფარგლებში ანაზღაურების გადახდა.    

შერჩევა განხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტის მიერ. პროექტის განხორციელების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე.  

დაფინანსების მაქსიმალური ზღვარი ერთ გრანტზე NGO-ებისთვის იქნება 10,000 აშშ დოლარი, ხოლო ახალგაზრდული ინიციატივის ან ახალგაზრდული კლუბისათვის 5,000 აშშ დოლარი. გრანტის გაცემა დამოკიდებული იქნება ორგანიზაციის მიერ მსგავსი თანხების განკარგვის  გამოცდილებაზე და დაფინანსებულ აქტივობებზე.  PIN - ი დაფარავს ორგანიზავიის ადმინისტრაციულ ხარჯებს მიღებული გრანტის თანხის 10 % ოდენობის.

არ დაფინანსდება შემდეგი აქტივობები:

  • რელიგიური მსახურების შენობა-ნაგებობები და სერვისები (ეკლესიების, მეჩეთების, ა.შ. რეკონსტრუქცია ან მშენებლობა;  რელიგიური განათლება;  რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვა, ა.შ.);
  • პროექტები, რომელთაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარემოზე
  • პოლიტიკური აქციები და სარეკლამო აქტივობები;
  • კერძო  საცხოვრებელი;
  • ადმინისტრაციული შენობების ან კერძო მფლობელობაში მყოფი ნაგებობების რეკონსტრუქცია ან  მშენებლობა; აღჭურვილობის ან ავტოტრანსპორტის  შეძენა ადგილობრივი ადმინისტრაციის, სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან არასამთავრობო ორგანიზაციისათვის; 
  • პროექტები, რომელიც მიწის შეძენას გულისხმობს;
  • პროექტები, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დახმარებას უწევენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.

დაუშვებელია  შემდეგი აქტივობები:

  • ინდივიდუალური ან ქვე-ჯგუფების ინტერესების (მათ შორის ეკონომიური, პოლიტიკური ან სხვა სახის)  დაკმაყოფილებაზე მიმართული აქტივობები;
  • გადასახადების ან ვალების დაფარვა (პროცენტი ან ძირითადი თანხა);
  • პირადი საცხოვრებლისა და შენობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან რემონტი;
  • პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის საოპერაციო პოლიტიკის (OP) გარემოზე ზემოქმედების შეფასების 4.01 პუნქტის A კატეგორიაში ხვდება და/ან არღვევს გარემოს დაცვის პოლიტიკას გარდა OP 4.01 მუხლისა;
  • საინიციატივო ჯგუფის/ NGO წევრების ხელფასების გადახდა;
  • კერძო  სარგებლობის  საქონელი .


განაცხადის წარდგენა:

აპლიკანტმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა/ახალგაზრდულმა ინიციატივებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • სარეკომენდაციო წერილი

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გადმოგზავნილი შემდეგ ეკექტრონულ მისამართზე  georgia.admin@peopleinneed.cz არაუგვიანეს 2015 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათისა.

სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან:

 ახალგაზრდული  მუნიციპალური სამოქმედო გეგმები:

წყალტუბო
საგარეჯო
თერჯოლა


ორგანიზაციის მისამართი: „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), თბილისის ოფისი, გ.ქიქოძის ქ. #16, ტელ: 2920015 ან ქუთაისის ოფისი, სოლომონ პირველის ქ.# 27 ,ტელ : (+995 43 1) 25-25-65

საკონტაქტო პირი:  ლია კუხიანიძეlia.kukhianidze@@peopleinneed.cz





Wednesday, November 11, 2015

ანა ჩოგოვაძე YISAP-ის შესახებ

მოგესამებით  მე  ვარ  ანა  ჩოგოვაძე წყალტუბოს  რაიონის სოფელ ქვიტირის  საჯაროს  სკოლის  მოსწავლე. ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტში  2014  წლიდან ჩავერთე. 

პროექტის  ფარგლებში  გავხდი  წყალტუბოს  კომიტეტის  წევრი, აქტიურად  შევუდექით  თემში  არსებული  პრობლემების  გამოვლენას და აღმოფხვრას,  კომიტეტის   ახალგაზრდა  წევრებთან  ერთად. კომიტეტის წევრები ზაფხულში დაბა  ბაკურიანში ტრენინგზე და სამუშაო შეხვედრაზე ვიმყოფებოდით. ბანაკში მე  გავიცანი საგარეჯოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები. ჩასვლის  დღესვე  ჩვენ მოვახერხეთ  დამეგობრება და მუშაობაშიც აქტიურად  ჩავერთეთ.

ტრენინგები  ახალგაზრდული  პოლიტიკის   გაცნობით დაიწყო, სადაც საუბარი ახალგაზრდების ჩართულობას და მისი მნიშვნელობას შეეხებოდა. ასევე გავეცანით ახალგაზრდების ჩართულობის 5 ინსტრუმენტს. შემდეგ სტრატეგიული  დაგეგმარების და SWOT ანალიზის მიმოხილვას. ძალიან საინტერესოთ ჩატარდა კონსულტატივის მეთოდების პრეზენტაცია. გავეცანით პრობლემურ და მიზნების ხეს, დაშვებების ანალიზს. შიგადაშიგ ვმართავდით დისკუსიებს. ასევე  რაც  ძალიან  საინტერესო  იყო და რომელიც  სხვა  ტრენინგების  მსგავსად  დამამხსორვდა  არის პროგრამა „ერასმუს +. მის შესახებ პირველად სწორედ ამ ტრენინგზე გავიგე. ეს არის ევროკავშირის 2014-2020 წლების პროგრამა. ძალიან  საინტერესოა  და  ვეცდები აუცილებლად ჩავერთო. 



მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით დაყოფილ ჯგუფებში განვიხილეთ  სამოქმედო  გეგმის  ცალკეული  სტრატეგიული მიზნები.  ეს  ყველაფერი  ხდებოდა ტრენერების  დახმარებით. პროცესი ძალიან  საინტერესოდ  მიმდინარეობდა.
ამ თემებზე მუშაობა  ერთი კვირის განმავლობაში, წყალტუბოს, თერჯოლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებთან ერთად მომოიწია. ვიმსჯელეთ ჩვენს თემში არსებული პრობლემების შესახებ და დავსახეთ გადაჭრის გზები. ამ  კურსმა მომცა დიდი ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ  ჩემი სამოქალაქო აქტიურობისას. 



ბანაკში   მუღებული ცოდნა პრეზენტაციის ხელოვნების და ჯგუფური მუშაობის შესახებ მომავალში პროექტში სხვადასხვა აქტივობების განხორციელების დროს დამეხმარება.     წყალტუბოს გამგეობის თანამშრომლებთან  ერთად  ვიმუშავეთ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს  ჩვენს თემში არსებული პრობლემების გამორკვევას.  დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბანაკი მოიცავდა  ბევრ გასართობ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ძალიან დამეხმარა  ბავშვებთან დაახლოებასა და დამეგობრებაში. საბოლოო ჯამში ბანაკში გატარებული ერთი კვირა იყო  დაუვიწყარი და მრავლის მომცველი, მიღებული ცოდნა კი გამოსადეგი ჩემი მომავალი ცხოვრებისათვის.




პროექტის  ფარგლებში   კომიტეტის წევრებმა ორგანიზება გავუკეთეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფლების  9 საჯარო სკოლაში  საკონსულატციო შეხვედრებს. პროექტის მოკლე პრეზენტაციის შემდეგ  ვისმჯელეთ ახალგაზრდებთან  სამოქმედო გეგმაში მოყვანილ  აქტუალურ პრობლემებზე. 

მე  მომიწია  სოფელ ქვიტირსა და ოფშკვითში წასვლა. ოფშკვითის სკოლაში  მსგვასი  ტიპის  შეხვედრები სამწუხაროდ არასოდეს ჩატარებულა.  ახალგაზრდები გაოცებულები  და გაკვირვებულები ჩანდნენ. როდესაც  გაიგეს  რომ  მეც  მათი თანატოლი ვიყავი კიდევ უფრო გაუკვირდათ. თუმცა  შეხვედრამ  ძალიან  მეგობრულად  და  საინტერესო  ჩაიარა.  ერთად  ვიმსჯელეთ  რამდენად  აქტუალური  იყო ბანაკში წამოჭრილი  პრობლემა  მათ  თემში, შეხვერას მე-10  და მე-11  კლასის  მოსწავლეები ესწრებოდნენ.  დისკუსიაში ახალგაზრდებთან ერთად მასწავლებლები და სკოლის დირექტორიც ჩაერთვნენ, შეიტანეს შენიშვნები და კომენტარები. 

წამოსვლისას  ბავშვებს ბლოგების კონკურსის შესახებ ვესაუბრე და სოციალური ქსელის მეშვეობით დავმეგობრდით. სოფელ ქვიტირშიც ახალგაზრდები შეხვედრაზე ძალიან საინტერესოდ ჩაერთენ. შეხვედრას  20-მდე  მოსწავლე  ესწრებოდა. ეს  ყველაფერი  ძალიან  საინტერესო  იყო და  დიდი  გამოცდილება ჩემთვის,  რაც  სამომავლოდ  აუცილებლად  გამომადგება.  მადლობა  მინდა  გადავუხადო  ამ  პროექტს  რადგან  მასწავლა  ჩემთვის  უცნობ  ახალგაზრდებთან ურთიერთობა და საერთო იდეებზე მუშაობა. ამავე  პროექტის  ფარგლებში მაქვს ტრენინგი ჩატარებული სოციალურ მედიაზე, დიდი  პასუხისმგებლობის  მომცველი  პროექტია  და   ვცდილობ  აქტიურად ჩევერთო მის ყველა კომპონენტში.

ავტორი: ანა ჩოგოვაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. 

Saturday, November 7, 2015

სამოქალაქო განათლების და ახალგაზრდების ჩართულობის პრობლემები თერჯოლის სკოლებში

დილის 10 საათიაო მამცნო მაღვიძარამ და მეც სწრაფად ავდექი. დღეს სკოლებში კვლევა უნდა ჩავატარო და გავიგო რა პრობლემები  აქვთ ახალგაზრდებს. ვფიქრობ ადვილი არ იქნება, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა..

აი პირველი სკოლაც. ბავშვებს უკვე წარვუდგინე ჩემი თავი და კითხვარებიც დავურიგე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მათ უკვე დააფიქსირეს საკუთარი აზრი. აშკარაა, რომ ახალგაზრდები ენდობიან არასამთავრობო ორგანიზაცია "PIN"-ს. სულ 50 ბავშვი გამოიკითხა და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, რომლის მოსაგვარებლად ჯერ-ჯერობით არანაირი ღონისძიება არ იგეგმება ადგილობრივი თვითმართველობის მიერ. უფრო მეტიც, სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს ადგილობრივ ხელისუფლებას, ბავშვების ეს კატეგორია აცხადებს რომ: „არასოდეს მიგვიმართავს რაიონის თვითმართველობისთვის დახმარების სათხოვნელად, რადგან ვფიქრობთ რომ არანაირ შედეგს არ გამოიღებს ეს თხოვნა."

დღევანდელი დღე საკმაოდ დამღლელი იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კვლევის ჩატარების პროცესში გამოიკვეთა ბევრი საყურადღებო ფაქტი. იმის გარდა  რომ სკოლებს არა აქვთ სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, სწავლებისათვის აუცილებელი ტექნიკა და საჭირო ინვენტარი, მათ ასევე აკლით სამოქალაქო განათლებაც. ეს პრობლემა პირველ რიგში პედაგოგებს ეხებათ, რადგან მოსწავლებისათვის მაგალითის მიმცემი სწორედ ისინი არიან. ჩემი პირადი დაკვირვების შედეგად თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ჩვენი რაიონის სკოლებში აღნიშნული საკითხი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა უფროსი თაობის წარმომადგენლებს  "PIN"-ი პოლიტიკური პარტია ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მათთან ფუჭი დაპირებების მისაცემად მივედით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხსენება ერთგვარ შიშს იწვევს უფროს თაობაში, სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ სკოლაში ჩვენი არ შეშვების მიზეზად. დირექტორმა მანამდე არ მოგვცა ბავშვების გამოკითხვის საშვალება სანამ სამ ადგილას არ დარეკა და  არ დაუდასტურეს, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი.

საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდებს უფრო კარგად ესმით და  უკეთესად ხედავენ რეალობას ვიდრე მათზე უფროსები. მოსწავლეები შედარებით უფრო გაბედულად გამოთქვამენ საკუთარ აზრს, ვიდრე მათი პედაგოგები.
კვლევის ზუსტი შედეგები მალე გამოქვეყნდება. ფაქტია, რომ პრობლემები თეროლის რაიონში ნამდვილად თავზესაყრელადაა და იმედია ახალგაზრდების დახმარებით და მონაწილეობით მათ ნაწილს მალე მოვაგვარებთ.

ავტორი: ანა რობაქიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. 



Wednesday, November 4, 2015

"სოფლებს სჭირდებათ სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები" - YISAP-ის კვლევა წყალტუბოში

,,ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებისპროექტის’’ ფარგლებში ახალგაზრდული კომიტეტის წევრებმა მოვაწყვეთ საჯარო შეხვედრები.შევხვდით სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ვესაუბრეთ მათ ჩვენი პროექტის შესახებ და გავაცანით მათ ჩვენი საქმიანობა. 

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს კვლევაში რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული და დააფიქსერეს საკუთარი მოსაზრებები ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს არ დაფიქსირებულა ბევრი ისეთი პრობლემა რომელიც არ იყო შეტანილი კვლევის კითხვარში. თუმცა გამოიკვეთა ერთი ყველაზე მთავარი, სოფლებს სჭირდებათ მათთვის გამოყოფილი სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები, ვინაიდან აღნიშნული პრობლემის გადაუჭრელობის გამო თავს იჩენს სხვა ახალი პრობლემები. ვფიქრობ რომ აღნიშნული პრობლემა მართლაც მწვავედ დგას ჩვენს მუნიციპალიტეტში და დიდი სურვილი მაქვს სხვა პრობლემებთან ერთად ყურადღება მიექცეს ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნულსაც. იმედი მაქვს ამ პრობლემის აღმოფხვრას ჩვენი პროექტის ფარგლებში აუცილებლად მოვახერხებთ.


                                                                                  
ავტორი:    მარიამ მამისეიშვილი, წყალტუბოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი.





Sunday, November 1, 2015

რჩევები დამწყებ ბლოგერებს


ახალგაზრდობის ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროგრამა, ტრენინგებს ატარებს სოციალურ მედიასთან დაკავშირებით. ამ ტრენინგებს დავესწარი სულ ორჯერ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე სოციალური მედიის სხვადასხვა ვებ-საიტებთან დაკავშირებით. გავიგე, თუ როგორ შეიძლება facebook-ის გამოყენება არა მარტო გასართობად, არამედ სხვა საინტერესო მიზნებისთვისაც. ვისწავლე ბლოგებზე მუშაობა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდა ჩემთვის. აქამდე ბლოგზე თითქმის არაფერი ვიცოდი, ხოლო ამ ტრენინგების შემდეგ შემიძლია ჩემს თავს დამწყები ბლოგერიც კი ვუწოდო.

ვისაც წერა გიყვართ ეს ბლოგი თქვენთვის არის სწორედ. შეგიძლიათ შეხვიდეთ  საიტზე: blogger.com, დარეგისტრირდ და დაიწყ თქვენთვის განსაკუთრებული თემის შესახებ წერა, მერწმუნეთ ყველაზე საინტერესო ვებ-საიტია ,რადგან ხშირად კონკურსები ტარდება, სადაც თქვენი ნამუშევრის წარმოდგენაა შესაძლებელი.

აუცილებლად დარეგისტრირდით და წერეთ!


მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ბლოგების წერა ისევე აქტიური იქნება საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, რადგან ბლოგი პრესის მომავალია მსოფლიოში. ბოლოს, როგორც დამწყებ ბლოგერს, შემიძლია ერთი რჩევა მოგცეთ, რა თემაც არ უნდა გქონდეთ არჩეული ბლოგისთვის, უნდა შეეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გულით აკეთოთ და აუცილებლად გახდებით წარმატებული ბლოგერი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი